აპარატის ისტორია

cropped-header1v2-1.png

2014 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის #56 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით.
მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია – ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება; აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისება, გამყარება და შესაბამისი პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება-მომზადება ურთიერთობის აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისა და სოციალური კომუნიკაციის მიზნით; საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება.
შესაბამისად 2014 წლიდან ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება სხვადასხვა სოციალური თუ კულტურულ-შემეცნებითი პროექტი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ჩართული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნებით აფხაზი ახალგაზრდებიც. მინისტრის აპარატი ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებსა თუ ორგანიზაციებთანაც ახალგაზრდების კულტურული თუ სხვა სოციალური პროფილის პროექტებში.

 

Надёжное канальное кондиционирование для технологических целей.