ზოგადი ისტორიული მონაცემები

 

jyryxfn-ftm-tdsgm_burnedაფხაზეთი, საქართველოს კონსტიტუციით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი – 8,7 ათასი კვ.კმ (საქართველოს ტერიტორიის 12,5%).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. სოხუმი
სახელმწიფო ენა – ქართული და აფხაზური. (საქართველოს კონსტიტუციით)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქია: – სოხუმის რაიონი, ოჩამჩირის რაიონი, გულრიფშის რაიონი, გუდაუთის რაიონი, გალის რაიონი,
ქალაქი სოხუმი, ქალაქი გაგრა, ქალაქი ტყვარჩელი.
1989 წლის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველები, აფხაზები, რუსები, სომხები, ბერძნები, ებრაელები, უკრაინელები, ესტონელები. ამავე მონაცემებით მათი საერთო რაოდენობა შეადგენდა 525,061 ადამიანს (45,7% ქართველები, 17,8% აფხაზები, 14,6% სომხები, 14,3% რუსები, 7,6% სხვა).
კლიმატი – თბილი, ნოტიო, სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა +15 С, მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში – 220
უმაღლესი მწვერვალი – დომბაი-ულგენი, მისი სიმაღლეა 4046 მეტრი
.ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე (მსოფლიოში) – კრუბერი, სიღრმე 1190 მ
უდიდესი ტბა – რიწა
უდიდესი მდინარეები – ბზიფი და კოდორი.
ყველაზე პატარა მდინარე ( მსოფლიოში) – რეპრუა(18 მ. სიგრძე)
ფლორა –  მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური  მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს
ფაუნა – აფხაზეთის ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტო საქართველოს, არამედ
მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440  სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს

აფხაზეთის მოკლე ისტორია
აფხაზეთის ომი
ოკუპაციის პერიოდი
ომისა და ოკუპაციის შედეგები

 

სიტყვათა რაოდენობა: 95   ბოლო განახლება natia gabelaia, ნოემბერი 18, 2016, 4:47 PM

გამოქვეყნება

გვერდის ატრიბუტები

მშობელი

შაბლონი

დალაგება

გჭირდებათ დახმარება? გამოიყენეთ დახმარების ჩანართი სექციის ზედა ნაწილში.

მინიატურა

რედაქციები

მორგებული ველები

ახალი მორგებული ველის დამატება:

ახლის შეტანა

მორგებული ველები შესაძებლობას იძლევიან ჩანაწერებს დაემატოთ მეტა-მონაცემები, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ თქვენს თემაში.

დისკუსია


კომენტარები

კომენტარის დამატება

კომენტარები ჯერ არ არის.

იარლიყი

Author