პროექტები

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასების მთავარი კრიტერიუმია ნდობის აღდგენისა და შერიგების (სფეროში) ინოვაციური მიდგომების შემუშავება, აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობა, გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა ტიპის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადებას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა და საერთაშორისო და ადგილობრივი ინტიტუციების დახმარებით, მათი დამეგობრებისათვის ხელშეწყობა. ინოვაციურ პროექტებში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერება, კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სპორტის  და სხვა სფეროში არსებული  და ახალი შესაძლებლობის გამოყენება.
აქედან გამომიმდინარე,  ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობა მიმდინარეობს   დებულებით  გათვალისწინებული  პრიორიტეტებისა და სამუშაო გეგმის  შესაბამისად.

 

2016 წელი

2015 წელი

 

2014 წელი