აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქეთევან ციხელაშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქოთანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრისა დააფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრქეთევანციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკისძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა დაუზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობისმშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოსსახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდანგამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისომხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისკითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიებისმიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებასეხებოდა.

 

 

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქეთევან ციხელაშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა