დედის დღესთან დაკავშირებით დევნილი მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდაა

დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ” იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.

აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა” აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.

 

 

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – დედის დღესთან დაკავშირებით დევნილი მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდაა