ვახტანგ ყოლბაია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მუშაობის მიმდინარეობის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ანგარიში მოისმინეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგინა და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომიტეტის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდნენ.

 

წყარო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – ვახტანგ ყოლბაია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას დაესწრო