საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში  წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა.

ონლაინ-მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში  გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი” აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.

 

წყარო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის პრეზენტაცია გაიმართა