აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის განათლებისა დაკულტურის სამინისტრო, სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთასამსახურის ინიციატივით დააფხაზეთის ფარიკაობისფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში 2003-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა დაბიჭებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.

ტურნირში საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთადმონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა დაირანელმა სპორტსმენებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობისსაქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი დაესწრნენ.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეექვსედ გაიმართა დაშეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებითდაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტისოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერისპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღითაობის აღზრდა.

წყარო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა