ვახტანგ ყოლბაია ღონისძიებას „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის” გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

 

 

წყარო : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – ვახტანგ ყოლბაია ღონისძიებას „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ დაესწრო